პრემიერ ლიგის 34-ე ტურის მორიგი მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა ბრენტფორდს უმასპინძლა.
მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც შედარებით უკეთესი შთაბეჭდილება მაიკლ კერიკის გუნდმა დატოვა და საბოლოო ჯამში უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოიპოვა.
"წითელმა ეშმაკებმა" ამ გამარჯვების შემდეგ 61 ქულა მოაგროვეს, რითაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ.
მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 ბრენტფორდი
გოლები: 1-0 კაზემირო 11', 2-0 ბენიამინ შეშკო 43', 2-1 მატიას იენსენი 87'.
მატჩის მიმოხილვა









