პრემიერ ლიგის 34-ე ტურის მატჩი გაიმართა ეტიჰად სთედიუმზე, სადაც ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და ასტონ ვილა დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. პეპ გვარდიოლას გუნდმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, რითაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
მანჩესტერ სიტიდან გოლები პორტუგალიელებმა ბერნარდუ სილვამ და მატეუს ნუნიეშმა გაიტანეს, ხოლო ასტონ ვილადან თავი მარკუს რაშფორდმა გამოიჩინა.
ამ მატჩის შემდეგ, მანჩესტერ სიტიმ 61 ქულა მოაგროვა, რითაც მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ასტონ ვილას, უნაი ემერის გუნდი 57 ქულით, მე-7 პოზიციაზე დარჩა.
მანჩესტერ სიტი 2-1 ასტონ ვილა
გოლები: 1-0 ბერნარდუ სილვა 7', 1-1 მარკუს რაშფორდი 18', 2-1 მატეუს ნუნიეში 94'.
მატჩის მიმოხილვა









