2024 წლის რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო თასის პლეიოფში უმცროსი ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილზე გავიდა და ტურნირზე 9-12 ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებს. ფიჯის დამარცხების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები მომდევნო მსოფლიო თასის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებენ და მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში იტალიასა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
საქართველოსა და ფიჯის 20 წლამდელთა ნაკრებების მატჩი 14 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
უმცროსი ბორჯღალოსნები 20 წლამდელთა მსოფლიო თასის პლეიოფში ფიჯის შეხვდებიან










