უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მატჩში 4 ლელო დადეს — თავი გერგედავამ, წულუკიძემ, ქევხიშვილმა და კეშელავამ გამოიჩინეს. ცირეკიძემ კი 2 გარდასახვა შეასრულა ზუსტად.
აღნიშნული გამარჯვებით უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" 2024 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მე-9 ადგილი დაიკავეს. ქართველმა მორაგბეებმა ტურნირზე ორჯერ იტალიის, ხოლო ერთხელ ფიჯის ნაკრები დაამარცხეს.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი









