მატჩში თავის გამოჩენა მოახერხა ალვარო მორატამ, რომელმაც ყოფილ გუნდს გაუტანა. 32 წლის ესპანელმა რეალის კარში გოლის გატანა მას შემდეგ მოახერხა, რაც რაფა ლეაოს დარტყმული, ანდრეი ლუნინმა მოიგერია. ამ მომენტის გარდა, გუშინ ღამით პორტუგალიელმა ძალიან კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზა და სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა. მატჩის დასწულების შემდეგ, მორატამ ლეაოზე ისაუბრა:
"რაფა? მას წინა კვირებში რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეგვიტანია. ყოველდღიურად მის დახმარებას ვცდილობდით, ყველა ვარჯიშზე თუ თამაშზე, მას ვამხნევებდით, რადგან ეს სჭირდებოდა.

რაფას ისტორიის დაწერა შეუძლია, რადგან ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ გუნდში საუკეთესოა და იმედია თავადაც დაიჯერებს ამას. მას რწმენა სჭირდება, რასაც დარწმუნებული ვარ მოიპოვებს."