დღეს გაიმართება ევროპული ფეხბურთის უიქენდის გამორჩეული შეხვედრა მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის.
მატჩის წინ კომენტარი სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ გააკეთა.
"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, უბრალოდ მოედანზე უნდა გავიდეთ და ვისიამოვნოთ თამაშით. ფეხბურთელების მოტივაციის და კლასის მჯერა და სასურველ შედეგს უნდა მივაღწიოთ.
გასული კლასიკოები? - ეს მხოლოდ წარსულია, რადგან ახლა განსხვავებული ფილოსოფია გვაქვს.
იუვენტუსთან მატჩის შემდეგ ძალები აღვიდგინე და ყველა ფეხბურთელი მზადაა, რომ დღეს კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზოს", - განაცხადა ალონსომ,









