"გაკვირვებული დავრჩი თუ არა იმ შემადგენლობით, რომელიც საუთგეიტმა ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა? - არა, ვფიქრობ ყველაფერი სამართლიანად არის გადანაწილებული. ინგლისის ეროვნულ გუნდში თამაშობენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც განვლილ საკლუბო სეზონში თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინეს.
გრილიში? - მან თავადაც იცის, რომ მეტის გაკეთება შეეძლო. არ მიკვირს ის ფაქტი, რომ მისი ადგილი ნაკრებში არ აღმოჩნდა", - განაცხადა ინგლისელმა უკანახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ ჯეკმა განვლილ სეზონში ჩაატარა 33 მატჩი, გაიტანა 3 გოლი და შეასრულა 3 ასისტი.











