ქართველი შემტევი გენტში 2017 წელს გადაბარგდა, რა დროის განმავლობაშიც 68 მატჩის ჩატარება მოასწრო. ამ პერიოდში იყო იჯარა ჰამბურგში და შემდეგ სლოვან ბრატისლავაში.
გიორგი უოტფორდში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა, მხარეებს შორის 1 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება დაიდო, გამოსყიდვის უფლებით. რთული პირველი წრის შემდეგ, ჩაკვეტაძე ახლა უოტფორდის სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახდა. 25 მატჩი, 1 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემა, სტატისტიკა რომელიც ქართველ შემტევს ამ დროში დაუგროვდა.









