“ძალიან ბედნიერი ვარ უოტფორდში თამაშით და აქ კიდევ დიდი ხნით დარჩენით, რადგან ამ გუნდში ყველაფერი მაქვს. აქ ყველა მენდობა, ამიტომ ახალ ხელშეკრულებაზე მარტივად შევთანხმდით. უოტფორდში ყველაფერი მომწონს — გარემო, ხალხი, პერსონალი, გუნდელები.
აქ მოსვლიდან 2-3 თვეში, პროგრესი დავიწყე და უფრო მეტი სათამაშო დროც მივიღე, ახლა თავს კარგად ვგრძნობ. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ საკუთარ თავს მეტი მოვთხოვო და თუ კარგად ვითამაშებ, შემდეგ ჯერზე უფრო მეტს მოვთხოვ საკუთრ თავს.
ჩაკვეტაძე უოტფორდის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს. ამ დროში ქართველმა ფეხბურთელმა 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.










