პრემიერ ლიგის 34-ე ტურის პირველი მატჩი ამექს სთედიუმზე გაიმართა, სადაც ბრაიტონმა ჩელსის უმასპინძლა.
ფაბიან ჰიურცელერის გუნდმა 90 წუთის განმავლობაში ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
ბრაიტონი ამ გამარჯვებით 50 ქულას აგროვებს, რითაც მე-6 პოზიციაზე გადადის. რაც შეეხება ჩელსის, ლიამ როსენიორის გუნდი 48 ქულით, მე-7 პოზიციამდე დაქვეითდა.
ბრაიტონი 3-0 ჩელსი
გოლები: 1-0 ფერდი კადიოღლუ 3', 2-0 ჯეკ ჰინშელვუდი 56', 3-0 დენი უელბეკი 90+1'.









