პრემიერ ლიგის 22-ე ტურის ცენტრალური მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერული დერბი იხილა. იმის მიუხედავად, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი ამ შეხვედრას ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა, მაიკლ კერიკის შეგირდებმა მოახერხეს და საკმაოდ მრისხანე მეტოქეს უშანსოდ მოუგეს!
თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ დღეს მანჩესტერ იუნაიტედმა სეზონის საუკეთესო პერფორმანსი შემოგვთავაზა და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
"წითელმა ეშმაკებმა" ამ გამარჯვების შემდეგ 35 ქულა მოაგროვეს, რითაც დროებით მე-4 პოზიციაზე გადასვლა მოახერხეს. რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, პეპ გვარდიოლას გუნდმა ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა და თუ დღეს არსენალი თავის მატჩს მოიგებს, მიკელ არტეტას გუნდის უპირატესობა 9 ქულამდე გაიზრდება.
მანჩესტერ იუნაიტედი 2-0 მანჩესტერ სიტი
გოლები: 1-0 ბრაიან მბიუმო 65', 2-0 პატრიკ დორგუ 76'.
მატჩის მიმოხილვა









