ოთხი ქამრის ეპოქაში კი უკრაინელი მოკრივე პირველი ჩემპიონია. რაც შეეხება ბრძოლის შედეგს, აბსოლუტურმა ჩემპიონმა მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო. "კატის" უპირატესობა, ნელ-ნელა, რაუნდიდან რაუნდამდე იკვეთებოდა, ბოლოსკენ კი მისი დომინირება ირლანდიელ მოკრივეზე ყველა კომპონენტში ჩანდა.
უსიკმა დაამარცხა ფიური და აბსოლუტური ჩემპიონის წოდება მიიღო!

ოლექსანდრ უსიკმა დაამარცხა ტაისონ ფიური და მძიმე წონაში აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. დაუმარცხებელმა მოკრივემ გააერთიანა ოთხივე ქამარი, რაც კრივის ისტორიას აქამდე არ ახსოვს. შეგახსენებთ, ბოლო აბსოლუტური ჩემპიონი ლენოქს ლუისი იყო, 1999 წელს, მაგრამ იმ დროს სასწორზე 3 საჩემპიონო ქამარი იდო.









