"ბოლო პერიოდში, აფრიკის თასს უფრო ხშირად ვუყურებდი, ვიდრე ევროპულ ფეხბურთს. აფრიკის თასზე ვიდეომსაჯს ზუსტად ისე იყენებენ, როგორც საჭიროა.
უყურეთ და ისწავლეთ, როგორ უნდა მისი გამოყენება. აფრიკაში იციან, რომ ვიდეომსაჯი არ არის მიკერძოებული რომელიმე კლუბთან და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება.
როცა საკამათო ეპიზოდია, ფეხბურთელები და მწვრთნელები მომენტის გადამოწმებას ითხოვენ, მსაჯები კი მათ ეთანხმებიან და ამოწმებენ. ევროპაში კი მომენტის ვიდეოზე შემოწმება რომ მოითხოვო, წითელ ბარათს მოგცემენ", - განაცხადა მოურინიომ.









