"მატჩს, რა თქმა უნდა, ვუყურე და ძალიან ბედნიერი ვარ რომ საქართველო ევრო 2024-ზე გავიდა. საოცარი შედეგია! მათ კარგი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც, ჩემი წასვლის შემდეგ, დიდი სამუშაო გასწია. ბოლო 10 წელიწადში ქართული ფეხბურთი ძალიან კარგად განვითარდა, ამას ემატება ქომაგობაც, რომელიც ქართველმა ხალხმა მაღალ დონეზე აიყვანა. ისინი ამ წარმატებას იმსახურებდნენ.
მათ ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავთ, დაწყებული მეკარიდან დამთავრებული შემტევებით. საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს.
რა შეიცვალა ჩემი წასვლის შემდეგ? - ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს დროს ახალგაზრდები იყვნენ, გაიზარდნენ და ახლა შემდგარი ფეხბურთელები არიან. გუნდს ახლა უკვე დიდი გამოცდილება და ხარისხი აქვს. შეცვლილია სათამაშო სტილიც, ჩემი ნაკრები უფრო დაცვითი იყო, ახლა ეს შეიცვალა.
სამწუხაროდ, 4 წლის წინ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, ახლა კი ბედნიერი ვარ რომ იგივე არ გამეორდა. ბედნიერი ვარ საქართველოს წარმატებით, ვულოცავ მთელ ქვეყანას ამ დიდ გამარჯვებას."










