ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუამ (55კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფინალი ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ემინ შეფერშაევთან წააგო და შარშან მოპოვებულ ბრინჯაოს ვერცხლის მედალი დაუმატა.
შეგახსენებთ, 18 წლის ლოლუა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.









