შანდონგ ტაიშანი საკუთარ ქვეყანაში საკმაოდ ტიტულოვანი კლუბია — ისინი 5-ჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, 8-ჯერ ქვეყნის თასის და ერთხელ სუპერ თასის მოპოვებაც შეძლეს. წინა სეზონში, შანდონგ ტაიშანი სუპერ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა მოახერხა. 1/8 ფინალში მათი მეტოქე, იაპონური კავასაკი იქნება. პირველ შეხვედრას შანდონგი სახლში გამართავს, კერძოდ 13 თებერვალს, განმეორებით მატჩი კი 20 თებერვალს გაიმართება.
Super League
ვაკო ყაზაიშვილის ახალი კლუბი ცნობილია

შანდონგ ტაიშანმა ვაკო ყაზაიშვილის ტრანსფერი გააოფიციალურა — 30 წლის ქართველს შემტევსა და ჩინურ კლუბს შორის, კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა. ეს ვაკოსთვის აზიაში, რიგით მეორე გუნდი იქნება. იქამდე ქართველი ფორვარდი, კორეულ ულსან ჰიუნდაიში თამაშობდა, სადაც 106 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 21 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა. ვაკო ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.








