"კმაყოფილები და ბედნიერები ვართ, რომ ვალენსიას ფეხბურთელებით ინტერესდებიან ევროპის წამყვანი გუნდები და მათი სახელი ყველამ იცის. კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ სატრანსფერო ფანჯრის გახსნას, შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდება", - განაცხადა ესპანელმა ფუნქციონერმა.
აქვე დავამატებთ, "ღამურების" მეკარის ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე არის გათვლილი. გუნდის გულშემატკივრები ითხოვენ მის შენარჩუნებას, მაგრამ კლუბის პრეზიდენტს, პეტერ ლიმს, უნდა "ლოს ჩეს" ბიუჯეტის შევსება და 23 წლის კარის დარაჯის სარფიანად გაყიდვა კი ერთ-ერთი ვარიანტია.











