ბრიტანული გამოცემა The 72-ის ჟურნალისტი, იუან უოლში გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ სტატიას წერს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი ფლეიმეიქერის მიმართ ინტერესს იჩენს ვალენსია, მაგრამ საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მომავალ სეზონს ის კვლავ უოტფორდში გაატარებს.
"ჩაკვეტაძე განვლილ სეზონში უოტფორდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მისი დამახასიათებელი სტაბილურობის გარეშე, ლონდონელებს პრობლემები ექმნებოდათ. გიორგის პასების სიზუსტე იყო ფენომენალური: ერთ შეხვედრაში დაახლოებით 32 პასი, 86%-იანი სიზუსტით.
ქართველი გამთამაშებლის მიმართ ინტერესს იჩენდა ვალენსია, თუმცა როგორც ჩანს, "ყვითლები" მას მხოლოდ სარფიანი წინადადების სანაცვლოდ შეელევიან. იმ შემთხვევაში, თუ ვიკარიჯ როუდის ბინადრების ფლეიმეიქერი შეინარჩუნებს თავის დონეს, მისი გუნდი ჩემპიონშიპში წამყვანი პოზიციებისთვის იბრძოლებს."









