გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლის შემდეგ, ვალენსიამ ბილბაოს ატლეტიკიდან განათხოვრების წესით ხულენ აგირესაბალა დაიმატა. ცოტა ხნის წინ, "ღამურებმა" წარადგინეს ესპანელი გოლკიპერი და მან თავის ქართველ წინამორბედზეც ისაუბრა.
"მამარდაშვილი ტოპ კლასის მეკარეა, რომელმაც ვალენსიასთვის ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა. ვგრძნობ თუ არა ზეწოლას? არა, რადგან ჩვენ სხვადასხვა კარიერული გზა გვაქვს. კორბერანს უკვე ვესაუბრე და მან ამიხსნა, თუ როგორი მნიშვნელოვანია კლუბისთვის ახალგაზრდა გოლკიპერის პროგრესი."
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ მერსისაიდელების შემადგენლობაში სადებიუტო ამხანაგური მატჩის ჩატარება უკვე მოასწრო. პრესტონთან შეხვედრაში გიორგიმ ითამაშა 1 ტაიმი და კარიც მშრალად შეინახა. "წითლების" შემდეგი მეტოქე იქნება მილანი, 26 ივლისს.









