ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტოფ დიუგარიმ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც მისი აზრით, მადრიდის რეალის დონეს არ შეესაბამებიან. ფრანგი ექს-ფორვარდის "შავ სიაში" მოხვდნენ დავიდ ალაბა, ფედერიკო ვალვერდე, ედუარდო კამავინგა, ორელიან ჩუამენი და სხვები.
"რეალის პრობლემებს უკავშირებენ მბაპეს, რაც ძალიან უცნაურია. თუ არ მოსწონთ ის, დააბრუნონ უკან, საიდანაც მოვიდა. ამ გუნდის პრობლემებს ქმნიან სხვა მოთამაშეები, რომლებიც მადრიდელთა დონეს არ შეესაბამებიან. დიახ, ამჟამინდელ გუნდში ბევრი გადაფასებული ფეხბურთელია.
ალაბა მუდმივად ტრავმირებულია, ასევე ბევრ კითხვას იწვევს ვალვერდეს, კამავინგას, ჩუამენისა და გიულერის დონე. მათ რიცხვში არის ასენსიოც, რომელიც გამოჩნდა მაშინ, როცა "სამეფო კლუბში" იყო ბევრი ტრავმირებული მოთამაშე, მაგრამ ის მაღალი დონის ფეხბურთელი არ არის."









