სერია A-ს ბოლოს ტურში, ბოლონიასთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ანტონიო კონტემ მედიასთან ღიად იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც კლუბშია წარმოქმნილი. ამ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, იტალიელ სპეციალისტსა და "პარტენოპეის" მფლობელს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა, რასაც შემდგომში აურელიო დე ლაურენტისი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"კონტე ნაპოლიდან წასვლას არ აპირებს, ეს ტყუილია. ვამაყობ, რომ ჩემს გვერდითაა და ვამაყობ, რომ კლუბში კონტეს მსგავსი ადამიანი გვყავს. ის ნაპოლისთვის წარმატების გარანტიაა. “
იტალიური პრესის ინფორმაციით, ანტონიო კონტე ნაპოლიდან წასვლას სერიოზულად განიხილავდა, თუმცა როგორც ჩანს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას გააგრძელებენ და ამ რთული პერიოდიდან გამოსვლას ერთად შეეცდებიან.
ნაპოლიმ ახალი სეზონის საკმაოდ მძიმედ დაიწყო. ანტონიო კონტეს გუნდი სერია A-ში, 11 ტურის შემდეგ, 22 ქულით, მე-4 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "პარტენოპეის" 4 ტურის შემდეგ, სულ რაღაც 4 ქულა აქვს.









