რაფაელ ვარანის და კაზემიროს ტრანსფერებმა, რომ ვერ გაამართლა, ამას ყველა აღიარებს. ორივე ფეხბურთელი რეალ მადრიდიდან მოვიდა, ორივეს სურვილი იყო ახალი გამოწვევა და მსოფლიოში საუკეთესო ლიგაში თამაშის გამოცდილება, თუმცა ვერც ერთმა და ვერც მეორემ გაცემული ავანსი ვერ გაამართლა.
ფრანგი მცველი სეზონის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, მის მიმართ ინტერესს კი ალ-იტიჰადი და ალ-ნასრი იჩენენ. ჯერ უცნობია თავად ფეხბურთელს რა სურს, თუმცა საუდის კლუბებმა გააქტიურება უკვე დაიწყეს.
ვარანისგან განსხვავებით, კაზემიროს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა თუ მანჩესტერი მის სანაცვლოდ სოლიდურ შეთავაზებას მიიღებს, "წითელი ეშმაკები" 32 წლის ბრაზილიელს გაყიდიან. მის მიმართ საუდის კლუბები ინტერესს თვეებია იჩენენ და მათ შორის ყველაზე მეტად, ალ-ჰილალი აქტიურობს. რა გეგმები აქვს თავად ფეხბურთელს, ჯერჯერობით უცნობია.









