სერია ა-ს გასულ ტურში ჯეიმი ვარდიმ კრემონეზეს მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ვეტერანმა თავდამსხმელმა ბერგამოს ატალანტას კარი აიღო. ინგლისელი ფორვარდი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე "გრიგიოროსის" ისტორიაში, რომელმაც იტალიის უმაღლეს დივიზიონში ბურთის გატანა შეძლო.
"ლა დეას" კარის აღების მომენტისთვის "მევიოლინეების" თავდამსხმელი 38 წლის, 9 თვისა და 14 დღის იყო. მასზე ასაკოვანს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ლუკა მოდრიჩს გაუტანია. რაც შეეხება იტალიის უმაღლესი დივიზიონის ზოგად სტატისტიკას, ძინის ბინადრების მე-10 ნომერი არის რიგით მე-16 ყველაზე ასაკოვანი გოლის გამტანი კალჩოში.
38 წლის თავდამსხმელი სულ რაღაც 10 დღით ჩამორჩა მე-15 ადგილზე მყოფ ჯანფრანკო ძოლას, ასევე 10 დღით მან ფილიპო ინძაგის გაუსწრო. იტალიის უმაღლესი დივიზიონის მთავარი რეკორდსმენი ამ მხრივ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც გოლის გატანის მომენტისთვის 41 წლის, 5 თვისა და 15 დღის იყო.









