"რეკორდმაისტერის" ინტერესი არ გადაზრდილა რაღაც სერიოზულში, რის შემდეგაც "წითელი ეშმაკების" ყოფილი მეკარის სახელი დაუკავშირეს მადრიდის რეალს, მას შემდეგ, რაც ტიბო კურტუამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ კი 33 წლის კარის დარაჯი უკვე ბარსელონას სატრანსფერო სიაში ფიგურირებდა.
პრესაში ასევე იწერებოდა ნიუკასლ იუნაიტედის, ნოტინგემ ფორესტისა და ინტერ მაიამის ინტერესის შესახებ. ცხადია, უმოქმედოდ არც საუდის არაბეთის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ მათი შემოთავაზება თავად "მანკუნიანელთა" ყოფილმა 1-ელმა ნომერმა დაბლოკა. მას აზიური ვარიანტი არასდროს ხიბლავდა.
მიუხედავად იმისა, რომ დე ხეა უგუნდოდ არის, ის ფორმის შენარჩუნების მიზნით ოლტრინჰემში ვარჯიშობს. ეს არის ინგლისური გუნდი რანგით მეხუთე ლიგიდან. პრესაში ასევე იწერება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ესპანელი კარის დარაჯი დიდ ფეხბურთში ბეტისთან ერთად დაბრუნდეს. ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა.
ამის გარდა, დავიდი შემჩნეული იყო სეგუნდა დივიზიონის ბინადარი კლუბის, ელდენსეს პრეზიდენტთან, პასქუალ პერესთან. ამ შემთხვევაში საუბარია არა ტრანსფერზე, არამედ კლუბის აქციების ყიდვაზე. მანჩესტერის ყოფილი კარის დარაჯი რომელიმე ესპანური კლუბის ყიდვაზე ჯერ კიდევ 2019 წელს ფიქრობდა.











