ოლივიე ჟირუმ თანაგუნდელებისგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა. საუბარია ფეხბურთელებზე, რომლებთანაც ვეტერანი ფრანგი ფორვარდი სხვადასხვა დროს თამაშობდა ეროვნულ გუნდში, ასევე მილანში, ჩელსიში, არსენალში, ლილში და კიდევ რამდენიმე გუნდში.
"მამლების" ყოფილმა თავდამსხმელმა კარში დააყენა უგო ლორისი, მასზე წინ კი ცენტრალური მცველების შემდეგი სამეული - ტიაგო სილვა, რაფაელ ვარანი, ანტონიო რუდიგერი. შუახაზი: მესუთ იოზილი, სანტი კასორლა, ნ'გოლო კანტე. ვინგერები: ფრანკ რიბერი და ანტუან გრიზმანი, ფორვარდებად კი ედენ აზარი და კილიან მბაპე.









