ვასილ ლობჟანიძემ 2015 წლის 19 სექტემბერს მსოფლიოს თასზე, ინგლისში, საქართველო - ტონგას მატჩში 18 წლისამ და 340 დღისამ ითამაშა, შესაბამისად, ქართველი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე იასპარეზა.

ლობჟანიძემ გააუმჯობესა ამერიკელი ტრეტონ პალამოს შედეგი, რომელმაც 2007 წელს, 19 წლისა და 8 დღისამ ითამაშა მსოფლიო თასზე.
საქართველოს რეკორდების ფედერაციის ჩართულობით, გინესის მსოფლიო რეკორდის დამადასტურებელი, ოფიციალური სერტიფიკატი, გინესის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს რეკორდების ფედერაციას უკვე გამოუგზავნა და ვასილ ლობჟანიძეს უახლოეს მომავალში გადაეცემა.











