პირველ საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის 3 ქართველი ძიუდოისტი იბრძოდა, საიდანაც ორმა ფინალურ ორთაბრძოლებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
57 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანს ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი აქვს - მან 1/2 ფინალამდე იტალიელი, ფრანგი და გერმანელი მეტოქეები დაამარცხა, ხოლო ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში უკრაინელ მსოფლიო ჩემპიონთან, დარია ბილოდიდთან, მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო.
66 კგ. წონით კატეგორიაში, ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელმაც ავსტრიელი, იტალიელი და ესპანელი მეტოქეები დაამარცხა. ოქროსთვის ბრძოლაში კი ქართველის მეტოქე თურქი მუჰამედ დემირელი იქნება.
ევროპის ჩემპიონატის პირველი საჭიდაო დღის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.










