მეორე საჭიდაო დღეს 66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიგო - ქართველი ძიუდოისტი კარიერაში მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი.
ვაჟა მარგველაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და რუსი ჩოპანოვი დაამარცხა, ხოლო შემდეგ ეტაპზე უზბეკ ნურილაევს მოუგო. 1/4 ფინალში 30 წლის ქართველი იაპონელ ტაკეოკასთან დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც მონღოლი ბატოგტოხის ბარიერი გადალახა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ვაჟა მარგველაშვილი მეტოქე იტალიელი მეტეო პირასი იყო, რომელიც 4 წუთსა და 37 წამში იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს მედლებისთვის სამი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს - საქართველოს ღირსებას ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე -81 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ) დაიცავენ.











