წითელი ხიდიდან - ბაქომდე, - ულტრაველომბრბოლელმა, ერეკლე ბაღაშვილმა მსოფლიოს რეკორდი დაამყრა. ქართველმა აზებაიჯანის ტერიტორია დასავლეთიდან - აღმოსავლეთით (წითელი ხიდიდან - ბაქომდე) ველოსიპედით 19 საათსა და 44 წუთში გადაკვეთა. განვლილმა მანძილმა საერთო ჯამში 491.17 კილომეტრი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ერეკლე რეკორდის დროდ, 24 საათამდე ვარაუდობდა, თუმცა 500-მდე კილომეტრის დაფრვა ბევრად მცირე დროში შეძლო.
ერეკლე ბაღაშვილს მსოფლიო რეკორდის შესაბამისი სერტიფიკატი საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა გადასცა.
რეკორდის შესახებ, Lagazzetaa.ge-სთან მსოფლიო რეკორდსმენმა, ერეკლე ბაღაშვილმა და საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა ისაუბრეს.
ერეკლე ბაღაშვილი: “აზერბაიჯანის კვეთა ჩემთვის პრინციპული გამოწვევა იყო. უხეში ტრავმის შემდეგ, ულტრა დისტანციის დაფარვა პირველად ვცადე. ჩემთვისაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა შევძლებდი თუ არა ძველ ფორმას დავბრუნებოდი. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და თითქმის 500 კილომეტრიანი დისტანცია ნავარაუდები 24 საათის ნაცვლად 19 საათსა და 44 წუთში დავფარე.”
დავით ბეგიაშვილი: “ქართულ რეკორდებში, ველოსპორტის მიმართულება საკმაოდ იშვიათია. ერეკლე არის პიონერი ამ მიმართულებით - მისი ორივე რეზულტატი საქართველოს კვეთა და აზერბაიჯანის კვეთაც, ორივე შემთხვევაში შთამბეჭდავი შედეგები უჩვენა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ერეკლე არ აპირებს აქ გაჩერებას და კიდევ უფრო მასშტაბური შედეგებისთვის ემზადება რაშიც რეკორდების ფედერაცია კვლავ შეუწყობს ხელს. “









