რუანდას დედაქალაქ კიგალშიველოსპორტის საერთაშორისო კაბშირის (UCI) საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძე.
ევროპიდან წარმოდგენილი 50 დელეგატიდან ხმის მიცემის უფლება 15 დელეგატს ჰქონდა, მათ შორის არჩეული იყო საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, რაც ქართული ველოსპორტისთვის საერთაშორისო დონეზე მნიავნელოვანი შესაძლებლობაა.
საერთაშორისო ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტად, კვლავ ფრანგი დავიდ ლაპარტიენი აირჩიეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ომარ ფხაკაძემ მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები გამართა ახლადარჩეულ მსოფლიო ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ველოსპორტის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სუფთა სპორტზე, (დოპინგთან ბრძოლა)საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გზები.
ომარ ფხაკაძე ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდამონაკოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელებს, მონაკოს პრინც,ალბერ II გრიმალდს. საუბარი შეეხო სპორტული დიპლომატიის მნიშვნელობას, ველოსპორტის პოპულარიზაციის გზებსა და საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერას.
საქართველოს ველოსპორტია ფედერაციის პრეზოდენტი მსოფლიო ველოსპორტის სახელგანთქმულ ვარსკვლავებს შეხვდა და ისქუბრეს ახალგაზრდების სპორტში ჩართვის ხელშეწყობაზე, ველოსპორტის განვითარების პროგრამებზე და საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბების პერსპექტივებზე.









