ყაზანის რუბინის ცენტრალურმა მცველმა, იეგორ ტესლენკომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, თუ როგორი სწრაფი ტემპით განვითარდა ქართველი ვინგერის კარიერა. შეგახსენებთ, "წითლებიდან" წასვლის შემდეგ, ახალგაზრდა შემტევმა მოიგო 7 ტიტული, 6 პარის სენ-ჟერმენში, 1 კი ნეაპოლში.
"2022 წელს უკვე გასაგები იყო, რომ კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელი იქნებოდა. უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი, სამი წლის შემდეგ, ის მოიგებდა ამდენ ტიტულს, მათ შორის მთავარ საკლუბო ტურნირსაც. ძალიან მიხარია ჩემი ყოფილი თანაგუნდელის ასეთი წარმატება."
შეგახსენებთ, რომ რუბინის დატოვების შემდეგ, ხვიჩა გადავიდა ბათუმის დინამოში, მოგვიანებით კი ის დიდ ევროპულ ფეხბურთში მოხვდა. აქვე დავამატებთ, გავიდა ზუსტად 1 წელი მას შემდეგ, რაც ქართველი ვინგერი პსჟ-ს შეუერთდა.









