დაჯილდოვებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ოქროს ბურთს არა ვინისიუსი, არამედ როდრი იგებდა, რის გამოც ცერემონიას რეალის არცერთი ფეხბურთელი არ დაესწრო.
გულდაწყვეტილი ვინისიუსი სოციალურ ქსელებში თავისმა მოქმედმა და ყოფილმა თანაგუნდელებმა გაამხნევეს.
"შენ საუკეთესო ხარ!", - ტონი კროოსი
"საუკეთესო ხარ და ვერავინ ვერასდროს შეძლებს შენს დამარცხებას!", - ედერ მილიტაო
"ასეთია საფეხბურთო პოლიტიკა! ჩემი ძმაო, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ და ვერავინ შემედავება. მიყვარხარ!", - კამავინგა
"ვერავინ მიხვდება, რამდენად ძლიერი ხარ, ჩვენ კი ყველამ ვიცით. რასაც შენ მოედანზე აკეთებ, ამისთვის მზად არავინ იყო", - ჩუამენი










