ლოთარ მათეუსმა მადრიდის რეალისა და მიუნხენის ბაიერნის განმეორებითი მატჩის შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული ნახევარმცველის მტკიცებით, "სამეფო კლუბი" ვერ შეძლებს "რეკორდმაისტერთან" რემონტადას, რადგან საამისოდ საჭირო მოთამაშეები არ ჰყავს.
"ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბაიერნი გავა. მეეჭვება, რომ რეალმა ქამბექი მოახერხოს. ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამო არა, უბრალოდ მადრიდს საამისოდ საჭირო მოთამაშეები არ ჰყავს. მათ სიმტკიცე და ინდივიდუალიზმი აკლიათ.
"სამეფო კლუბში" ბოლო წლებში სხვობას ქმნიდნენ რამოსის, მოდრიჩისა და კროოსის დონის ფეხბურთელები, თუმცა ახლა, ასეთი მოთამაშეები მათ აღარ ჰყავთ. დიახ, ბერნაბეუზე თამაშობენ მბაპე, ვინისიუსი და ბელინგემი, მაგრამ ისინი წარსულის ლეგენდებს ვერ შეედრებიან", - განაცხადა გერმანელმა ყოფილმა შუახაზელმა.









