"მიქაუტაძე ლიგა 1-ში ძალიან ეფექტურია, თუმცა ცხადია, პრემიერ ლიგაში გადმოსვლისთანავე მისგან იგივე შედეგებს არ უნდა ველოდოთ. ვესტ ჰემ იუნაიტედში სრულფასოვნად ათამაშების შემთხვევაში, ჟორჟი გუნდისთვის შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს. მან საფრანგეთში უკვე დაამტკიცა, თუ როგორი შედეგიანი და კრეატიულია.
ქართველი თავდამსხმელი რაღაცით ჰგავს კუდუსს და შეიძლება ითქვას, რომ მისი იაფი ვარიანტი არის. ის მუდამ ფიქრობს გოლების გატანაზე, ლონდონში კი სწორედ ასეთი ფორვარდია საჭირო", - წერს ინგლისური გვერდი. შეგახსენებთ, რომ "ჩაქუჩების" გარდა, ოლიმპიკის შემტევს კრისტალ პალასსაც უკავშირებენ.











