კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლევადია საკუთარ მოედანზე იბერიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ლევადიას მთავარმა მწვრთნელმა კურო ტორესმა გააკეთა.
"ვფიქრობ, უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ჩვენმა მეტოქემ და იბერიასთვის უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო. თავდაჯერებულები ვიყავით და ასეთ ევროპულ ტურნირებზე თავდაჯერება მნიშვნელოვანია.
როგორც ვთქვი, კარგი იქნება, რომ კიდევ მეტი გოლი გაგვეტანა, რათა განმეორებით მატჩში უფრო კომფორტულად ვყოფილიყავით..
ახლა შემდეგ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. დღეს გავიმარჯვეთ, ვიზეიმეთ, მაგრამ ხვალიდან ყველაფერი ახლიდან უნდა დავიწყოთ", - განაცხადა ტორესმა.









