"თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს შვილზე ასე დადებითად საუბრობთ და აქებთ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მიხარია, რომ ხვიჩამ ნაპოლისთან ერთად სკუდეტოს მოგება შეძლო."
"როდესაც ხვიჩას მარადონას ადარებენ, მას ძალიან რცხვენია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით ბედნიერია. არ იცის ფანებს ასეთი შედარებისთვის მადლობა როგორ გადაუხადოს. ვფიქრობ, ნეაპოლში და მთლიანად იტალიაში, ჩემი შვილი ძალიან უყვართ და აფასებენ."
"მომავალი? - ვფიქრობ ხვიჩა ნაპოლიში დარჩება, მაგრამ ზაფხულში რაც არ უნდა მოხდეს, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ."











