მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თავისი მომავლის შესახებ არაფერს ამბობს, თუმცა აანონსებს, რომ სიტიში მისი შემცვლელი ვინსენტ კომპანი უნდა იყოს.
"კომპანი სიტიში? - გასაკვირი არ არის. ეს ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი, როცა კომპანი ბარნლიში მუშაობდა და კარაბაოს თასზე ჩვენს წინააღმდეგ ითამაშეს. მისი გუნდის თამაშები ვნახე და ვიფიქრე, რომ ეს ბიჭი მალე სიტის თავკაცი გახდება.
ის ჯერ მხოლოდ ორი წელია ბაიერნში მუშაობს და ამ ეტაპზე, იქ დარჩენა მოუნდება, თუმცა ადრე თუ გვიან, სიტიში იმუშავებს და ჩემი შემცვლელი იქნება.
ინგლისში დაბრუნების ზუსტი თარიღი ბაიერნზე იქნება დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, მანჩესტერ სიტი კიდევ მის გულშია, ამიტომ მათი გზები აუცილებლად გადაიკვეთება" - განაცხადა გვარდიოლამ.









