როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაბი ალონსომ დატოვა და მას ალვარო არბელოა ჩაანაცვლებს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ბეტისის მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ გააკეთა.
"ძალიან ვწუხვარ ალონსოს გამო, რადგან ის კარგი სპეციალისტია. ვფიქრობ, 3-4 თვეში მწვრთნელის შეფასების დადება სწორი არ იყო და არ უნდა წასულიყო, მაგრამ იმაზეც არ მაქვს ინფორმაცია, რა არის წასვლის მიზეზი.
რეალი კვლავ სამივე ტურნირიზეა - ლა ლიგის ჩემპიონთა ლიგის და კოპა დელ რეის ტიტულისთვის იბრძვის და ყველა პროცესს განვითარება სჭირდება", - განაცხადა პელეგრინიმ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ალონსოს რეალმა 5:1 სწორედ ბეტისის პელეგრინი დაამარცხა.









