ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა სტივ ჯერარდმა ამ ტურნირის ფავორიტი დაასახელა.
"რა თამაშიც ჩელსის წინააღმდეგ პსჟ-მ აჩვენა, დამარწმუნა, რომ ეს არის გუნდი, როგორიც იყო მადრიდის რეალი წლების განმავლობაში - დაუმარცხებლები და ძლიერები დიდი გუნდების წინააღმდეგ.
პსჟ-ს აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე აქვთ გადატანილი, მთლიანად ჩართულები არიან და ვფიქრობ, წელს ჩემპიონთა ლიგას კიდევ ერთხელ მოიგებენ", - განაცხადა ჯერარდმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პსჯ სწორედ იმ გუნდს დაუპირისპირდება, სადაც ჯერარდმა მთელი კარიერა გაატარა. ლივერპულისა და პსჟ-ს მატჩი 8 და 14 აპრილს არის ჩანიშნული/









