ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეკარეების პერფორმანსზე ისაუბრა.
"ზომერის და დონარუმას მხრიდან მეკარეების საოცარი შეხვედრა ვიხილეთ. მათ თავიანთი გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს..
დონარუმაზე ცალკე უნდა ვისაუბრო. მისგან ასეთი თამაში არ გამკვირვებია, რადგან უკვე წლებია ვიცი, თუ რა მონაცემების მეკარესთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, ის უკვე ჩემზე უკეთესო მეკარეა"
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პსჟ და ინტერი 31 მაისს დაუპირისპირდებიან.









