უესლი სნეიდერი საფეხბურთო მოედანზე კვლავ გამოჩნდა. ვეტერანი ნახევარმცველი შეუერთდა ნიდერლანდების რანგით მეოთხე ლიგის ბინადარ სამოყვარულო კლუბ ოსმ 75-ს, რომლის რიგებში მადრიდის რეალის ექს-ფლეიმეიქერმა 20 წუთი ითამაშა. მისმა გუნდმა ფოკუს 07-ს მინიმალური ანგარიშით მოუგო.
ნიდერლანდელი ნახევარმცველი ჯერ კიდევ მოქმედი საფეხბურთო კარიერის დროს განიცდიდა წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ კი იყო პერიოდი, როცა ის თითქმის 160 კგ-საც იწონიდა. რამდენიმე თვის წინ, მილანის ინტერის ყოფილმა მე-10 ნომერმა დაანონსა ვარჯიშის განახლება და ფეხბურთში დაბრუნება.
"სნაიპერი" ახლა იწონის 116 კილოგრამს და მისი უახლოეს მიზანი კიდევ 10 კილოგრამის დაკლება არის. გამოსარჩევია ისიც, რომ ვეტერანი ფლეიმეიქერი ამ ყველაფერს 41 წლის ასაკში აკეთებს. სნეიდერი "ლურჯ-ყვითელი" მაისურით თამაშს მომავალშიც გააგრძელებს.

![[VIDEO] 157 კილოგრამიდან 116 კილოგრამამდე წონის დაკლება - უესლი სნეიდერი ფეხბურთში დაბრუნდა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FazRHJce2iaD8PYeJO0D2Pr0NOlDzXcbY.webp&w=3840&q=75)







