გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა ლოს ანჯელესში გაიმართა, სადაც ადგილობრივი ლეიეკრსი ტორონტო რეპტორსს დაუპირისპირდა. Crypto.com არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 110-93.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 24:24 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის მოთამაშემ ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა: 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.
პარკეტზე საუკეთესო ლეიკერსის მოთამაშე ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო, 2 მოხსნა შეასრულა და 7 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში გოლდენ სტეიტ უორიორსს დაუპირისპირდება. მატჩი 21 იანვარს, თბილისის დროით 07:00 საათზე დაიწყება.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი - ტორონტო რეპტორსის მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] 20 ქულა ლეიკერსთან! — მამუკელაშვილის მორიგი ტოპ პერფორმანსი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FSr5hjNRDt7FD8WfCJo14LIXvx8SMUfjU.webp&w=3840&q=75)







