გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა ტორონტოში გაიმართა, სადაც ადგილობრივი რეპტორსი ბოსტონ სელტიკს დაუპირისპირდა. სკოტიაბანკ არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 96-112.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 29:47 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის მოთამაშემ ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა: 24 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.
პარკეტზე საუკეთესო ბოსტონის მოთამაშე პეიტონ პრიჩარდი იყო, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა შეასრულა და 10 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში ბრუკლინ ნეთს დაუპირისპირდება. მატჩი 22 დეკემბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.
ტორონტო რეპტორსი - ბოსტონ სელტიკსის მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] 24 ქულა ბოსტონთან! — სანდრო მამუკელაშვილი საოცარ ფორმაშია](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F4PQc3waBBxp7T5T5GAUZHi8pRU34T1U4.webp&w=3840&q=75)







