ანდრე ონანა მანჩესტერ იუნაიტედიდან განათხოვრების წესით ტრაბზონსპორში გადავიდა. მისი ინგლისური კარიერა გამოდგა წარუმატებელი და "წითელი ეშმაკების" ისტორიაში კამერუნელი გოლკიპერი რამდენიმე ანტირეკორდითაც შევიდა. როგორც ვხედავთ, "ზღვისპირელთა" ფანებს ეს ფაქტი სულაც არ აღელვებთ.
"ლურჯ-წითლების" ახალ მეკარეს აეროპორტში შეხვდა რამდენიმე ათეულობით გულშემატკივარი, რომელმაც ის როგორც ახალი ვარსკვლავი, ისე მიიღო. ვნახოთ, შეძლებს თუ არა 29 წლის გოლკიპერი კარიერის რეანიმირებას ფათიჰ თეკეს გუნდში.

![[VIDEO] ახალი ვარსკვლავი - ანდრე ონანას თურქეთში სრული სიგიჟე დახვდა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FU63knkKsZAT8kfqgpmj6LTXp2WoSmBv8.webp&w=3840&q=75)







