1997 წლის 4 დეკემბერს, მარსელში, სტად ველოდრომზე გაიმართა უნიკალური მატჩი ფეხბურთის იმდროინდელი მთავარი ვარსკვლავების მონაწილეობით - მსოფლიოს ნაკრები ევროპის ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა კავშირში იყო 1998 წლის მუნდიალის კენჭისყრასთან და ევროპის გუნდში თავმოყრილნი იყვნენ ტურნირზე გასული 16 ევროპული გუნდის საუკეთესო მოთამაშეები.
მსოფლიო ნაკრებში ფიგურირებდნენ ფეხბურთელები დანარჩენი კონფედერაციებიდან. მატჩი იქცა რონალდო ნაზარიოს ბენეფისად, რომელმაც სამი კვირის შემდეგ, ბალონ დ'ორიც მოიგო. მსოფლიო ნაკრებმა იმარჯვა 5:2, ბრაზილიელმა ფორვარდმა კი შეაგდო 2 ბურთი და 3 ასისტი გააკეთა.
მილანის ინტერის თავდამსხმელის გარდა, მსოფლიო ნაკრებში თამაშობდნენ გაბრიელ ბატისტუტა, ჰიდეტოში ნაკატა, ნურედინ ნაიბეთი და სხვები. ევროპის გუნდში იყვნენ ზინედინ ზიდანი, რომელიც იმ შეხვედრაში თამაშობდა თავის მშობლიურ ქალაქში, ასევე პაოლო მალდინი, ლუიშ ფიგუ, პეტერ შმეიხელი და სხვები.

![[VIDEO] ამ დღეს 28 წლის წინ - მსოფლიო ნაკრებების მატჩი უამრავი ვარსკვლავით](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FOPvpQ46iriOsZGOM9ell4lXOrEkcuSEj.webp&w=3840&q=75)







