ბალტიმორში, M&T Bank Stadium-ზე ბარსელონა-მილანის მატჩი ჩატარდა, სადაც მაყურებელმა 4 გატანილი გოლი და პენალტების სერია იხილა. შეხვედრას არც მეტი, არც ნაკლები 70 745 გულშემატკივარი დაესწრო.
მატჩში ანგარიში მილანმა, კერძოდ ლუკა იოვიჩმა გახსნა, რასაც მალევე კრისტიან პულისიკის გოლიც მოჰყვა. ამის შემდეგ, ბარსელონაც გააქტიურდა და რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლის შესრულება მოახერხა. საბოლოო ანგარიში 2:2 დაფიქსირდა, რასაც პენალტების სერია მოჰყვა და საბოლოოდ გამარჯვება მილანს დარჩა, (3:4).
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:
მეორე ამხანაგური მატჩი შარლოტში გაიმართა, სადაც ერთმანეთს რეალ მადრიდი-ჩელსი დაუპირისპირდნენ. შეხვედრას Bank of America-ს სტადიონმა უმასპინძლა და 74 867 მაყურებელმა მოიყარა თავი. მატჩის ძირითადი შედეგი ანჩელოტის გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
გოლები ლუკას ვასკესმა, ბრაჰიმ დიასმა და ნონი მადუეკემ გაიტანეს.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:

![[ვიდეო] ამხანაგური მატჩები: ბარსელონა-მილანი & რეალ მადრიდი-ჩელსი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FzaGPFHoLFL9sNKJNGLxqnFlZqPRSDQ0U.webp&w=3840&q=75)







