დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კიდევ ერთი მატჩი მადრიდში გაიმართება, სადაც მაყურებელი რეალისა და არსენალის დაპირისპირებას იხილავს. ამ შეხვედრას "მეთოფეები" ძალიან დიდი უპირატესობით ხვდებიან — მიკელ არტეტას გუნდმა პირველ მატჩში 3-0 გაიმარჯვა.
ძალიან დიდი ჩამორჩენის მიუხედავად, რეალ მადრიდის ფეხბურთელები მაინც იმედიანად არიან და სჯერათ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მაინც აქვთ.
დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით, რეალ მადრიდის ოფიციალური გვერდი საინტერესო ვიდეოს ავრცელებს: "ბერნაბეუზე 90 წუთი ძალიან დიდი დროა"

![[VIDEO] "ბერნაბეუზე 90 წუთი ძალიან დიდი დროა" — რეალის მესიჯი არსენალს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FTxdrNA4TScGFzzSWpT32bW7vQq5aXwgJ.webp&w=3840&q=75)







