ცოტა ხნის წინ, ალ-აჰლი ზედიზედ მეორედ აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. საუდი პრო ლიგაში კი კონტინენტის საუკეთესო კლუბმა ალ-ნასრთან წააგო. ჯედელთა კარი აიღო კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის ფანებთან მცირე შელაპარაკება მოუვიდა.
როდესაც პორტუგალიელი თავდამსხმელი იღებდა მონაწილეობას მატჩისშემდგომ ინტერვიუში, "თეთრ-მწვანეების" გულშემატკივრებმა მიაძახეს მას, რომ ზედიზედ 2-გზის ჩემპიონები არიან. რიადელთა კაპიტანმა მათ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 5 ტიტულის ხსენებით უპასუხა.

![[VIDEO] "ჩემპიონთა ლიგის 5 ტიტული მაქვს", - რონალდუმ ალ-აჰლის ფანების გამოხტომას უპასუხა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F2yh3nK0pIluC1Xg7MpU7EbkM1hDOmzOF.webp&w=3840&q=75)







