რამდენიმე საათის წინ გამართულ ვარჯიშზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ვუტ ვეგჰორსტი და იურიენ ტიმბერი, რასაც რონალდ კუმანთან შელაპარაკება და ვარჯიშის შეჩერება მოჰყვა. ვარჯიშის მიმდინარეობისას, ტიმბერი და ვეგჰორტი ერთმანეთს უხეშად შეეჯახნენ, 32 წლის ფორვარდმა კი ამ უხეშობაზე უკმაყოფილება გამოხატა. სიტუაციის განმუხტვას ნაკრების მთავარი მწვრთნელი ეცადა, რამაც უფრო დიდი დაპირისპირება გამოიწვია.
როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, კუმანსა და ვეგჰორსტს შორის შელაპარაკება რამდენიმე წამს გაგრძელდა, რასაც საბოლოო ჯამში ფეხბურთელის ვარჯიშიდან მოკვეთა მოჰყვა. გერმანიასთან მატჩის წინ, ნიდერლანდელთა ბანაკში აშკარა პრობლემებია.
Een geïrriteerde Wout Weghorst na een duel met Jurriën Timber 💥👟 pic.twitter.com/rcIrQCgHTv
— ESPN NL (@ESPNnl) September 8, 2024

![[ვიდეო] დაპირისპირება ნიდერლანდების ნაკრებში — ვეგჰორსტმა და კუმანმა ვარჯიშზე იჩხუბეს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FqLstRHXxgbhwzVvpciTeEIaN2hPnfJL4.webp&w=3840&q=75)







