მატჩის მიწურულს, მაყურებელმა მოედანზე ძალიან საინტერესო ამბავი იხილა. შეხვედრის 81-ე წუთზე კომოს რიგებში დელე ალი გამოჩნდა, რომელიც მოედანს 748 დღის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა მისთვის სამწუხაროდ, დაბრუნება ძალიან ცუდი გამოდგა. 91-ე წუთზე, ინგლისელმა ფეხბურთელმა რუბენ ლოფტუს-ჩიკს ფეხში ძალიან მძიმედ ჩაარტყა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა.
ამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, მთავარი არბიტრი მოედანზე დაბრუნდა, რა დროსაც ყველა მიხვდა, რომ დელე ალის გაძევებას აპირებდა, ამ დროს კი მილანის რიგებიდან კაილ უოკერმა სცადა მატეო მარკეტის შეჩერება. "როსონერის" განაპირა მცველი ცდილობდა მსაჯისთვის აეხსნა, რომ დელე ალისთვის წითელი ბარათის ჩვენება საჭირო არ იყო. ეს იყო თავიდან ბოლომდე მხარდაჭერისა და თანაგრძნობის გამოხატულება — კაილ უოკერმა კარგად იცოდა, რომ მისი ძალისხმევა დელე ალის ვერ გადაარჩენდა, თუმცა მან ყოფილი თანაგუნდელის დაცვა მაინც მოინდომა.
Walker molto amico di Dele Alli , che sono due anni che non gioca, va dall'arbitro a dirgli che non è fallo da rosso
— HERNANDEZIANO❤🖤☮ هيرنانديزيان+مالديني☮ (@GiancarloMazz18) March 15, 2025
Storia di una purezza sportiva infinita. pic.twitter.com/EIgl9vXcod
შეგახსნებეთ, დელე ალიმ რამდენიმე თვის წინ აღიარა, რომ ახალგაზრდობაში ის სექსუალური ძალადობისა და ნარკოდამოკიდებულების მსხვერპლი იყო. ასეთი რთული ამბის გაზიარების შემდეგ, ინგლისელი ახლოს იყო კარიერის დასრულებასთან, თუმცა 28 წლის ფეხბურთელს სესკ ფაბრეგასმა შანსი მისცა და კომოში დაიმატა.

![[VIDEO] დელე ალის წითელი ბარათი და უოკერის რეაქცია — ასეთ რაღაცას ხშირად ვერ ნახავთ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FhKQ2XMf6OFukX9t5gKr5g3lxmvBzgOlr.webp&w=3840&q=75)







